სიახლეები

ბათუმის ახალი ვიდეორგოლი ნიაზ დიასამიძის სიმღერის თანხლებით

ბათუმის ახალი ვიდეორგოლი ნიაზ დიასამიძის სიმღერის თანხლებით

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით ბათუმზე კიდევ ერთი საიმიჯო ვიდეო-კლიპი გადაიღო. ბათუმს- ასე ქვია ვიდეორგოლს, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორია ნიაზ დიასამიძეა.

„მუსიკაც და ტექსტიც ვფიქრობ ზუსტად გამოხატ ავს ბათუმის სრულიად განსაკუთრებულ ხასიათს. ვიდეორგოლის დანიშნულება შიდა ტურიზმის სტიმულირებაა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სტუმრები ხედავდნენ ბათუმს ბათუმელებით. ქალაქი უპირველეს ყოვლისა არის ის ენერგეტიკა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ქმნის. ასევე, საჭიროდ ჩავთვალეთ პორტრეტებთან ერთად ვიდეორგოლს წარმოეჩინა ის ელემენტები, რომელთა ერთობლიობა ქმნის ბათუმს. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც ამ პროექტზე მუშაობდა,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

2017 წელს, აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და ღირსშესანიშნაობების წარმოსაჩენად  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჯამში 5 საიმიჯო ვიდეო-რგოლი გადაიღო. მათი ნაწილი ისეთ პოპულარული ტელეკომპანიების მაყურებელმა ნახა, როგორებიცაა BBC, Euronews და CNN.  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ვიდეორგოლი გადაიღო სარეკლამო კომპანია „Look production“-მა გადაიღო.

თეგები: