სიახლეები

აჭარა საქმიანი ტურიზმის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე 'IBTM World'

აჭარა საქმიანი ტურიზმის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე 'IBTM World'

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბარსელონას ტურისტულ გამოფენაში „IBTM World” მონაწილეობდა. დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად გაუწია. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. 

„IBTM World” არის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გამოფენა საქმიანი შეხვედრების, კონფერენციებისა და ბიზნეს ღონისძიებების გასამართად. წელს, გამოფენაში 150 ქვეყნის 3 000-მდე კომპანია მონაწილეობდა და წინასწარ დაგეგმილი შეხვედრების რაოდენობა 51 000  აღემატებოდა.

 

ტურიზმის ბიზნესში მოქმედი ყველა მნიშვნელოვანი კომპანია ბარსელონას ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობდა, რაც საუკეთესო საშუალება იყო ჩვენთვის კონტაქტების დასამყარებლად და სამომავლო ურთიერთანამშრომლობის დასაგეგმად. ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ იმ კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოთი და შევთავაზეთ აჭარა, როგორც მათთვის ახალი ტურისტული პროდუქტი. ეს იყო როგორც ტურისტული, ასევე სარეკლამო კომპანიები, რომლებიც წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში დაგვეხმარებიან აჭარის პოპულარიზაციაში,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ნინო ხახუბიამ.

2017 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ჯამში, 25 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. 

თეგები: